ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2020 წლის აპრილის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 3,5 ათასი ტონა, რაც 3,0 ათასი ტონით ანუ 46,1%-ით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან (6,5 ათასი ტონა) შედარებით და 10,8 ათასი ტონით ანუ 7,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,8 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 85,7% (3,0 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 8,6% (0,3 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 2,9% (0,1 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და 1,1% (0,04 ათასი ტონა) - რუსეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 17,8 ათასი ტონა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 40,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (30,0 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 50,6% (9,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 39,9% (7,1 ათასი ტონა), ერაყი - 5,6% (1, 0 ათასი ტონა), სომხეთი - 1,7% (0,3 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 1,1% (0,2 ათასი ტონა), რუსეთი - 0,2% (0,04 ათასი ტონა).
სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
88.56 დოლარი/ბარელზე
+ 1.56
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
82.07 დოლარი/ბარელზე
+ 1.23
სუპერი – 4.24 ლარი
პრემიუმი – 3.80 ლარი
რეგულარი – 3.63 ლარი
ევრო დიზელი – 4.26 ლარი
დიზელი – 4.17 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.23 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.82 ლარი
ევრო რეგულარი – 3,68 ლარი
ევრო დიზელი – 4.29 ლარი
ეკო დიზელი – 4.34 ლარი
დიზელ ენერჯი – 4.24 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.24 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.81 ლარი
ევრო რეგულარი – 3.66 ლარი
ევრო დიზელი – 4.22 ლარი
სუპერი – 4.27 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.83 ლარი
ევრო რეგულარი – 3,64 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.32 ლარი
ევრო დიზელი – 4.22 ლარი
სუპერი – 4.27 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.83 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.65 ლარი
რეგულარი – 3.65 ლარი
ევრო დიზელი – 4.33 ლარი
დიზელი – 4.27 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE